იელის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის პირველი ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებულია
29-07-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის“ პირველი ეტაპის გამარჯვებულ სკოლებს შორისაა.

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში სკოლის ეკოკლუბმა საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელა.

კონკურსის ორგანიზატორია CENN, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან ერთად. კონკურსი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინასური მხარდაჭერით. მისი პარტნიორები არიან სახელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203