ენაგეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, სესე გოგიაშვილმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა
29-07-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, სესე გოგიაშვილმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა. 

მოსწავლეს წარმატებით სწავლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ. 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები, ვულოცავთ სესე გოგიაშვილს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის საჩუქრად ლეპტოპის გადაცემას“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

კომპიუტერს წარმატებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203