აწყურის სკოლა თავის მოსწავლეებს საინტერესო, სახალისო და სიახლეებით სავსე წელს ჰპირდება
27-09-2017
აწყურის სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის პირველი დღე ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა ყვავილებით გაფორმებულ სკოლის ეზოში, ცეკვები და ლექსები წარმოადგინეს.
სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სიახლეებით აღსავსე წელს დაჰპირდნენ.
''გილოცავთ ახალ სასწავლო წელს. უამრავ წარმატებას გისურვებთ. ლამაზ, საინტერესო, სახალისო და სიახლეებით აღსავსე წელს გპირდებით,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა. იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს