ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დამრიგებელმა მე-4 კლასის დამთავრება ვიდეორგოლით მიულოცა
29-07-2020
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მე-4გ კლასის დამრიგებელმა ქეთევან სიხარულიძე-ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება დისტანციურად, სამახსოვრო ვიდეორგოლით მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის და სკოლებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო, წელს მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს სასწავლო წლის დასრულება დისტანციურად მოუხდათ.