ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში გაიმართა
29-07-2020

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლა მოსწავლეთა ინტელექტის, უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს. 

სკოლაში, თებერვალში მორიგი ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმართა. თამაში V-VI და VII-VIII კლასის მოსწავლეთა ორ გუნდს შორის ჩატარდა. 

თამაში მიეძღვნა წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. მოსწავლეებმა, თამაშის მსვლელობისას, ფუნდამენტური ცოდნა გამოავლინეს და შესაბამისად, სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203