ძევრის საჯარო სკოლამ ღონისძიება კონფლიქტების მართვას მიუძღვნა
29-07-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ძევრის საჯარო სკოლამ, „სოხუმის ფონდთან“ ერთად, აქცია-ღონისძიება მოაწყო, რომელიც კონფლიქტის მართვას შეეხებოდა, სადაც მოწვეული გახლდათ კონფლიქტოლოგი ლელა შენგელია; ქალბატონი ლელას აჩვეულებრივად და ძალიან  საინტერესოდ წარმართული ვორქშოფის შედეგად, ღონისძიებაზე უამრავ აქტუალურ საკითხს შეეხნენ. კმაყოფილი იყო სკოლის დირექტორი, მანუჩარ ფანჩულიძე, რომელმაც აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა:

შეუდარებელი იყო ძევრის სკოლის სტაფი, მოსწავლეები, სტუმრები სხვადასხვა სკოლიდან... მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის ძევრის სკოლის კურსდამთავრებულებს - გიორგი ვერულაშვილს, ნიკა ნოსელიძეს, აკაკი აბულაძეს... წინ ბევრი სიახლეი გველის... ძევრის სკოლა - ჩვენ ვზრდით ლიდერებს!“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203