ტირძნისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეები 1-ელი კლასის დისტანციურად დასრულებისთვის სიგელებით დააჯილდოვა
29-07-2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, თამუნა სამადაშვილმა მოსწავლეები 1-ელი კლასის დისტანციურად დასრულებისთვის სიგელებით დააჯილდოვა. 

„ჩემო პატარებო, ეს სიგელები ჩემგან, რომ ასეთი მონდომებულები და ყოჩაღები ხართ, გისურვებთ წარმატებებს. ძალიან მიყვარხართ“,- წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი მოსწავლეებს და სიგელებს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობდნენ. მოსწავლეები კი სასწავლო პროცესში ხალისით და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. 

მოსწავლეთა სიგელები სრულად იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203