''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მესტიის N3 სკოლას ესტუმრა. გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''მესტიის ეტალონ მოსწავლეს'' ლილე ფილფანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.
სპეციალურ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი და გამგეობის თანამშრომლები, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ, მოსწავლეებმა წაიკითეს ლექსები. გოჩა ტყეშელაშვილს კი სკოლის წარმომადგელებმა სიმბოლური საჩუქარი - წიგნი გადასცეს.
შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.