
ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ. მოსწავლეებიც ცოდნის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის მე-4ბ კლასის მოსწავლემ, ანანო ნაოჭაშვილმა საინტერესო და სახალისო დავალება შეასრულა და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინა.
მოსწავლემ საკუთარი შექმნილი თოჯინებით სპექტაკლი დადგა.
„ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მე-4 ბ კლასის მოსწავლე, ჭიკჭიკა და უსაყვარლესი ანანო ნაოჭაშვილი. როცა ეს დავალება მივეცი ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე ორიგინალურად წარმოადგენდა. ყოჩაღ!!!“,-აქებს მოსწავლეს პედაგოგი ელენე კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო