„მჯერა განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!“- ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ემოციური წერილით მიულოცა
29-07-2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე ტაბატაძემ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ემოციური წერილით მიულოცა. 

„დადგა თქვენთვის ნანატრი 20 მაისი, ჩვენო ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო. გილოცავთ, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას საუკეთესო სურვილებით!!! ასე რომ, სულ მალე თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ცხოვრება იწყება - ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით. თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით! წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე! ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ ჩვენო საიმედო მომავალო

აღსანიშნავია, რომ არსებული მდგომარეობის გამო, რომელიც პანდემიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტას უკავშირდება, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203