
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის დირექტორმა, ლელი აკოფოვმა წარჩინებით სწავლისთვის სიგელებით დააჯილდოვა.
სიგელები გადაეცათ დიანა ხაჩატურიანს, მანუშაკ ხაჩატურიანს და ქნქუშ გალოიანს.
აღსანიშნავია, რომ ტაბაწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა.
იხილეთ ფოტოები