
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის I ა კლასის დამრიგებელმა მაია ოქროპირიძემ თავის პატარებს სასწავლო წლის დასრულება დისტანციურად მიულოცა და ონლაინ-ზეიმიც მოაწყო; ლექსებით, სიმღერით, უამრავი თბილი ემოციით დაემშვიდობნენ მოსწავლეები მშობლიურ ანბანს. ონლაინ-ზეიმი კი სკოლის კედლებში მალე შეხვედრის იმედითა და მაია მასწავლებლის გამოსამშვიდობებელი სიტყვით დასრულდა:
„ყოჩაღ, ბავშვებო, დიდი მადლობა!
ბავშვებთან ერთად, დიდი მადლობა თქვენ, მშობლებო - რომ არა თქვენი აქტიური ჩართულობა, ასე წარმატებით ვერ დავასრულებდით სასწავლო წელს. ჩვენ, ერთად, კარგად გავართვით თავი ამ უჩვეულო სასწავლო რეჟიმს, რომელიც ონლაინ მიმდინარეობდა; იმ პროგრამებს, რომლებიც დისტანციურ სწავლებაში დაგვეხმარა...
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ სექტემბერში ჩვენ შევხვდებით სკოლაში და ისევ დაირეკება სკოლის ზარი“.
იხილეთ ვიდეო