„ძალიან შორიდან მოვდივარ, ერთი წელი დავკარგე“ - 25 წუთით დაგვიანებული აპლიკანტი გამოცდაზე დაშვებას ითხოვდა
29-07-2020
თბილისის N173 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ერთი აპლიკანტი 25 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.
„მარნეულიდან მოვდივარ, სადახლოდან. ძალიან შორიდან მოვდივარ. ქართული, როგორც მეორე ენის ჩაბარება მინდოდა, ისე უფროსი მასწავლებელი ვარ გეოგრაფიას ვასწავლი. ერთი წელი დავკარგე. რა იქნება გამონაკლისი დაუშვან“, - ამბობს აპლიკანტი.
აპლიკანტს ბოდიში მოუხადეს და აუხსნეს, რომ ორი წუთის დაგვიანების შემთხვევაშიც ვერ შეუშვებდნენ, არათუ 25 წუთის დაგვიანების შემდეგ. დღეს მასწავლებლობის მსურველები და მაძიებლები გამოცდას უცხო ენაში, ასევე ქართულ, როგორც მეორე ენაში აბარებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს