ძლევიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები თემაზე - „პრობლემის მოგვარება“ გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ
28-07-2020

ქარელის მუნიციპალიტეტის ძლევიჯვრის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, თემაზე - „პრობლემის მოგვარება“ გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ. 

ტრენინგი ღია სივრცეში სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. მიწვეულ მიწვეული სტუმრის სტატუსით ტრენინგს ესწრებოდა ადგილობრივი რესურსცენტრის უფროსი გიორგი კობახიძე.

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებს დახმარებოდა შემდეგი მიმართულებებით განვითარებაში:

პრობლემის იდენტიფიცირების და პრობლემის მთავარი მიზეზის სწორად განსაზღვრის უნარი;
პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტის მიდგომა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
საკუთარი უნარ-ჩვევების და ცოდნის მოცულობა;
თავდაჯერება პრობლემის გადაჭრისათვის;
ტრენინგის თემატიკა
პრობლემის იდენტიფიცირება
პრობლემის მოგვარება კრეატიული გზით
პრობლემის გადაწყვეტაზე მორგებული სავარჯიშო

ტრენერები იყვნენ : საზოგადოება „ბილიკის“ ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი - მაკა სარიშვილი და 
საზოგადოება „ბილიკის“ ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი - ლელა მინდიაშვილი. 

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლში და სამცხე-ჯავახეთში პროგრამის პარტნიორია საზოგადოება „ბილიკი“ , პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია 28 სკოლას გაუწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203