
თბილისის N48 საჯარო სკოლის დირექციამ პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ერთად დგომისა და გამოწვევების წარმატებით გამკლავებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დასრულდა უჩვეულო სასწავლო წელი... მსოფლიო პანდემიამ კრიზისების მართვის არაჩვეულებრივი უნარი გამოგვიმუშავა ყველას ერთად, და ჩვენ ახლა ბევრად უფრო უკეთესები და ძლიერები ვართ... მეტი შესაძლებლობები გვაქვს და მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის... ჩვენ ერთად დგომა შეგვიძლია!
მადლობა ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგს, ყველა მოსწავლეს და ყველა მშობელს... ყოველთვის ასე იქნება, ერთად ყველაფერს შევძლებთ! ერთად ყველაფერი გამოგვივა!...
გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას! ბედნიერი ზაფხული!“,-ნათქვამია მისალოც წერილში.