„ანანოს წარმატება, სკოლის წარმატებაა“ - თბილისის N208 სკოლის მოსწავლემ, ანანო აფრასიძემ დებატების კონკურსში წარმატება მოიპოვა
28-07-2020

თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანანო აფრასიძე სამოქალაქო განათლების პროექტის - „მომავლის თაობის“ ფარგლებში გამართულ დებატების კონკურსში წარმატება მოიპოვა. 

თბილისის N208 საჯარო სკოლა კონკურსში თბილისის 16 სკოლასთან ერთად მონაწილეობდა. 

„სამოქალაქო განათლების პროექტის -„მომავლის თაობის“ ფარგლებში თბილისის N208 საჯარო სკოლა თბილისის 16 სკოლასთან ერთად მონაწილეობას იღებდა დებატების დისტანციური ტურის შესარჩევ შეხვედრაში, ნახევარ ფინალში და მეოთხედ ფინალში, რაც ვფიქრობ წარმატების ტოლფასია.....მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს და მასწავლებელს ნინო კბილაშვილს, რომელმაც დისტანციური სწავლების დროსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეების წინსვლასა და წარმატებაში..
განსაკუთრებით ვულოცავ, ანანო აფრასიძეს, ​რომელიც დასახელდა პირველ მომხსენებლად...ანანოს წარმატება, სკოლის წარმატებაა...“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203