
ბათუმის N18 საჯარო სკოლის XIა კლასის მოსწავლემ, ლანა შაინიძემ თემაზე - „სანაპირო წყლების ეკოლოგია და ათვისება“ საინტერესო ვიდეოპრეზენტაციები მოამზადა. მოსწავლის პედაგოგი ლიანა დიასამიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, მოსწავლეები მასწავლებლებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ და რესურსებს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც ცოდნის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.