გორისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა მშობლებმა პედაგოგ ია შეყლაშვილს გაწეული შრომისთვის საჯარო მადლობა გადაუხადეს
28-07-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა მშობლებმა პედაგოგ ია შეყლაშვილს სამი წლის მანძილზე გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის საჯარო მადლობა გადაუხადეს. 

მოსწავლის მშობელმა მადონა შამანაძემ სოციალურ ქსელში მე-3 კლასის მოსწავლეთა მშობლების სახელით მადლობის წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ვიდეორგოლიც ახლავს. 

„მინდა საჯარო მადლობა გადაგიხადო მე-3 კლასის მშობლების სახელით. ამ სამი წლის მანძილზე გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის. საუკეთესო ხარ მეგობრული და პროფესიონალი შენს საქმეში“,- ნათქვამია წერილში.

იხილეთ ვიდეორგოლი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203