ლესის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დისტანციური სასწავლო პროცესის დროს მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავდნენ
28-07-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ლესის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დისტანციური სასწავლო პროცესის დროს მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავდნენ. 

მათ შორის სკოლის დირექციამ მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. 

„გიორგი ლომაძის საახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ლესის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ბავშვს ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ბედნიერ და მხიარულ ბავშვობას გისურვებთ თითოეულ მათგანს. გაბრწყინებულ ქვეყანაში გეცხოვროთ და გეშრომოთ. ჩვენ თქვენი დიდი იმედი გვაქვს“,- აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203