საღანძილის საჯარო სკოლის მასწავლებლის ინიციატივით პედაგოგიური კოლექტივისთვის ტურნე მოეწყო
28-07-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგის, ნაილი კამკამიძის ინიციატივითა და დაფინანსებით პედაგოგიური კოლექტივისათვის ტურნე მოეწყო. 

პედაგოგებმა გოგნის წმიდა გიორგის სახელობის სალოცავი​ „კარუგდებელი“, ბაგრატის ტაძარი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი და ჯიხეთის დედათა მონასტერი მოინახულეს. 

„ერთი ხალისიანი დღის ქრონიკა - საღანძილის საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგის, ნაილი კამკამიძის, ინიციატივითა და დაფინანსებით მოეწყო ტურნე პედაგოგიური კოლექტივისათვის შემდეგ მარშრუტზე: გოგნის წმიდა გიორგის სახელობის კარუგდებელი, ბაგრატის ტაძარი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, ჯიხეთის დედათა მონასტერი. „ექსკურსია - სიურპრიზი“ მართლაც საინტერესო და შთაბეჭდილებებით დატვირთული გამოვიდა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203