„როგორ აკლია თქვენი ჟრიამული სკოლას, ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო“-ყელქცეულის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს მიმართეს
28-07-2020

გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მონატრებულ მოსწავლეებს დისტანციურად მიმართეს. მოსწავლეები ონლაინ სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი და სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

„როგორ აკლიხართ თქვენ და თქვენი ჟრიამული სკოლას, ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო. ბევრი გეგმა და აქტივობა ვერ განვახორციელეთ პანდემიის პერიოდში. მთავარია გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობას. ყველაფერი კარგად იქნება და ისევ ერთად გავიხარებთ ერთმანეთის წინსვლით და გამარჯვებით. მთავარია, იმედიანად ვიყოთ და გვჯეროდეს უკეთესი მომავლის. სიყვარულით და მოფერებით, თქვენი მასწავლებლები“,-მიმართეს პედაგოგებმა მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203