
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელმა, ლელა ჩხაიძემ ემოციური წერილი და სამახსოვრო ვიდეორგოლი მიუძღვნა.
„კიდევ ერთი ოთხი წელი...
საკლასო ოთახი, მერხები, წიგნები იდეები და ჩვენ.
აქ, ამ ოთახში თავი ორკესტრის დირიჟორი მგონია. სხვადასხვა ინსტრუმენტი, სხვდასხვა ჟღერადობა. ფიქრი განცდა, სტრესი, სიხრული, შრომის შედეგად მიღწეული წარმატება ერთ დიდ ჰარმონიად იქცევა. ძალისხმევას არ ვაკლებდით, ვფიქრობდით, ვცდილობით, ვშრომობდით ერთად. ძალიან მინდა ჩემგან შეძენილი ცოდნა თქვენი მომავალი წარმატების საწინდარი გახდეს. მადლობა თქვენ, რომ აიტანეთ გაბრაზებული ტონი, დამსახურებული თუ დაუმსახურებელი შენიშვნა. მრავალჯერ გამეორებული ფრაზა, მომაბეზრებელი ჭკუის დარიგება, რეჟიმსა და წუთებში მოქცეული დროის ათვლა.
„აი იას“ სურნელი, სინაზე და სიკეთე გაგყოლოდეთ თან!
მადლობა მშობლებს ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის, დაფასებისთვის, შეფასებისთვის!
ბედნიერ და ძლიერ საქართველოში გეცხოვროთ!
მიყვარხართ და არ გემშვიდობებით!“,- აღნიშნულია პედაგოგის წერილში.
იხილეთ ვიდეორგოლი