ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ტრენინგ-კურსის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდა
28-07-2020

ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიტა მარგალიტაშვილმა სასწავლო კურსი - „შესავალი მწვანე მეწარმეობასა და ინოვაციებში“ წარმატებით გაიარა. 

24 ივლისს ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები, მათ შორის მარიტა მარგალიტაშვილი კურსის - „შესავალი მწვანე მეწარმეობასა და ინოვაციებში“ ფარგლებში სერტიფიკატით დაჯილდოვდა. 

ახმეტის მუნიციპალიტეტიდან ტრენინგ-კურსში 19 ახალგაზრდა იყო ჩართული, მათ შორის, მარიტა მარგალიტაშვილი, რომელმაც სრული კურსი წარმატებით გაიარა.

ახმეტის ახალგაზრდებს მომავალშიც ექნებათ საშუალება, მწვანე მეწარმეობის შესასწავლად. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203