ზოგადი განათლების შესახებ კანონში მორიგი ცვლილება პრეზიდენტის ბრძანებით შევიდა
28-07-2020
ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი განისაზღვრა, ხელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აწერს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსწავლე, აგრეთვე მოსწავლე, რომელსაც სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს, ვერ ასრულებს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტირებას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს