„არ შეუშინდეთ სიძნელეებს!“-რუსთავის N17 სკოლის მასწავლებელმა, მაიკო გეგეჭკორმა პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა
28-07-2020

რუსთავის N17 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა მაიკო გეგეჭკორმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და რჩევები მისცა. პედაგოგმა პატარებს წარმატებები უსურვა.

„ჩემო პატარებო! დასრულდა პირველი კლასი, ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობის ერთი ლამაზი წელი. თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები ცოდნის უკიდეგანო სამყაროში. გახსოვდეთ, რომ ჩვენს ქვეყანას განათლებული და ღირსეული მომავალი სჭირდება, ამისთვის კი საჭიროა ბეჯითად განაგრძოთ სწავლა. არ შეუშინდეთ სიძნელეებს და არ შეჩერდეთ! გისურვებთ წარმატებებს. სიყვარულით მაიკო მასწავლებელი“,-მიმართა პედაგოგმა ბაშვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203