
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლას მასწავლებელმა, ივერი ტარიელაძემ ნამუშევრები მიუძღვნა.
სკოლის კურსდამთავრებულმა და ამჟამად უკვე პედაგოგმა სოციალურ ქსელში ფოტოები და წერილი გამოაქვეყნა.
„ეს, ის ადგილი და ის საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც გავატარე ჩემი ბავშვობა, ვისწავლე ცხრა წელი და დღეს კი უკვე, ვასწავლი ზუსტად ამდენივე წელი.
ეს ტაკიძეების საჯარო სკოლაა, ჩემი უსაყვარლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
ორივე ფოტო ორიგინალურია ჩემთვის, რადგან მე, შენობის დანიშნულების ხარისხს ვანიჭებ უდიდეს მნიშვნელობას და არა მის ვიზუალურობას.
P. S. მეორე ფოტო შეგიძლიათ შემიფასოთ: 8, 9 და 10 ქულიანი მაჩვენებლით“,- წერს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები