„ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!“-გოგნის საჯარო სკოლის პირველკლასელებს დამრიგებელმა, დარეჯან ჭანტურიძემ სასწავლო წლის დასრულება მიულოცა
28-07-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გოგნის საჯარო სკოლის პირველკლასელებს დამრიგებელმა დარეჯან ჭანტურიძემ სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და ფოტოკოლაჟით საინტერესო, ტკბილად გასახსენებელი ერთი წელი „გააცოცხლა“.

„გილოცავთ ჩემო პატარებო პირველი კლასის წარმატებით დამთავრებას. ცოდნის შეძენის დიდ და რთულ გზაზე ეს პირველი ნაბიჯებია, მაგრამ ვფიქრობ, საიმედო და მყარი ნაბიჯები, წარმატებებს გისურვებთ!

ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!

მადლობა თქვენს მშობლებს დისტანციურ სასწავლო პროცესში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის!“-მიმართა პედაგოგმა ბავშვებს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203