
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა წელს 140 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.
საიუბილეო გამოწვევის მორიგი სტუმარია იოსებ ოცხელის ძმის, კონსტანტინეს შვილიშვილი, უმცროსი კონსტანტინე ოცხელი, რომელთან ინტერვიუ სკოლის IX კლასის მოსწავლე ნანო ჯიბუტმა ჩაწერა.
იხილეთ ვიდეო