ბრილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციურ გაკვეთილებში აქტიური ჩართულობისთვის სიგელები დაიმსახურეს
27-07-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის ბრილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციურ გაკვეთილებში აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობისთვის სიგელები დაიმსახურეს. მასწავლებლებმა მშობლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

„როგორც იქნა, დასასრულს უახლოვდება მძიმე და დაძაბული სასწავლო თვეები...მე მინდა მადლობა გადავუხადო, ჩემი ყოჩაღი და დაუზარელი მოსწავლეების მიხვედრილ და ყურადღებიან მშობლებს, მიუხედავად მძიმე და დაძაბული პერიოდისა, დამიდგნენ გვერდში და მივაღწიეთ სასწავლო წლით გათვალისწინებულ შედეგებს...მოკრძალებული მადლობა თქვენ და ჩემს საყვარელ ბავშვებს აქტიური ჩართულობისათვის“,-აღნიშნა პედაგოგმა გუგული ბოლქვაძემ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203