„როგორც არ უნდა დაიწყოს სწავლება ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე“- ვედიდკარის საჯარო სკოლის დირექტორი სექტემბერში სასწავლო პროცესის განახლებაზე
27-07-2020
Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სკოლის დირექტორები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მსხალაია იმედოვნებს, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერში სრულად განახლდება.

„იმედებით ვართ აღსავსე, კარგად და ეფექტურად მუშაობს ჩვენი მთავრობა, იმისთვის რომ განახლდეს სასწავლო პროცესი. რა თქმა უნდა, ყველაფერი მარტო ჩვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული, გააჩნია ეპიდსიტუაცია როგორი იქნება, იქნება გასათვალისწინებელი ჯანდაცვის სამინსიტროს რეკომენდაციები, სკოლებშიც აქტიურად მიმდინარეობს მომზადება სწავლების დაწყებისთვის, დაცულია ჰიგიენური ნორმები, ორსართულიანი შენობა გვაქვს, რეგულარულად ტარდება სადიზინფექციო სამუშაოები, ასევე წესრიგდება სველი წერტილები და ეზო. დიდი იმედით ველოდები სასწავლო წლის დაწყებას, მინდა აღვნიშნო რომ ხელისუფლება და სამინისტრო ძალიან კარგი გვყავს და ყველაფერს აკეთებენ რომ როგორც არ უნდა დაიწყოს სწავლება ეს იქნება შერეული მოდელი, ონლაინ სწავლება თუ სკოლაში სიარული ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე.

წერილი გამოგზავნილია თემის - სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203