
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს დირექტორმა თამარ თოხაძემ საბაზო საფეხურის დასრულება მიულოცა. სკოლა საბაზო საფეხურისაა. მოსწავლეები სწავლას, სურვილის შემთხვევაში, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ.
„მარი, ლევან, გიორგი შესანიშნავი დღე გათენდა, დღეს სკოლაში სიმბოლურად დაირეკება თქვენი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლის მაუწყებელი ზარი.
ცოტა უჩვეულოდ, მაგრამ...
მე მჯერა და თქვენც გჯეროდეთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ. შეიძლება მომავლისკენ სავალ გზებზე წინააღმდეგობებიც შეგხვდეთ, მაგრამ არასდროს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, იარეთ მუდამ წინ! არასდროს დაკარგოთ ადამიანობა!
დაგილოცავთ მომავლისკენ სავალ გზებს!“-მიმართა დირექტორმა კურსდამთავრებულებს.