
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ჯულიეტა ველელი შირინიანმა სტატუსი აიმაღლა.
პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლა მასწავლებელს სტატუსის ამაღლებას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, პედაგოგები 3 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
იხილეთ ფოტო