
ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, დავიდ მალაყმაძემ წილადების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა.
მოსწავლე პრეზენტაციაში ხსნის თუ რა არის წილადი, როგორ იწერება ის და წესიერი და არაწესიერი წილადების შესახებ საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ და რესურსებს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც ცოდნის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.
იხილეთ მოსწავლის პრეზენტაცია