
ორგანიზაციის „დაიცავი საქართველოს სისუფთავე“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში ცაგერის მუნიციპალიტეტის ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე მართა ვეკუა აქტიურად ჩაერთო და განხორციელებული აქტივობისთვის ჟიურისაგან ბუნებისდამცველის სამკერდე ნიშანი, სერტიფიკატი და საჩუქრებიც გადაეცა.
სკოლის დირექცია ულოცავს მართას და მის შრომისმოყვარე მასწავლებელს, სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელს
ლამზირა ონიანს მიღწეულ წარმატებას!
„გვჯერა, მართა თანამოაზრეებთან ერთად აქტიურ მუშაობას გააგრძელებს ამ კუთხით და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები