
გორის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მე-12 კლასელები მასწავლებლებს დისტანციურად გამოემშვიდობნენ. პედაგოგმა ნინო დოიჯაშვილმა კურსდამთავრებულებს მიმართა.
„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ ულევ სიხარულს და ბედნიერ მომავალს. თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს. წინსვლას და თქვენი მიზნების ასრულებას გისურვებთ. დღევანდელი დღე ამით არ მთავრდება, ვიცი, შეუძლებელს შეძლებთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ მიყვარხართ“,-მიმართა ნინო დოიჯაშვილმა მე-12 კლასელებს.