
მესტიის მუნიციპალიტეტის ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ჯაჭვლიანმა სადამრიგებლო მე-12 კლასს სიტყვით მიმართა და სკოლის დასრულება მიულოცა.
„მთავრობის მიერ დადგენილი წესების დაცვით ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მე-12 კლასის ბოლო ზარი აღვნიშნეთ.
მინდა ყოველ თქვენგანს გისურვოთ წარმატება თქვენი ცხოვრების გზაზე! ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, უეკლო გზებით გევლოთ, თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი მეგზური, საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატებების საიდუმლო თქვენს ხელშია. გიმეგზუროთ უფალმა“,-მიმართა დამრიგებელმა ნინო ჯაჭვლიანმა კურსდამთავრებულებს.
იხილეთ ფოტო