ძევრის საჯარო სკოლის ინტელექტბანაკში საინტერესო ინტელექტთამაშები ჩატარდა
27-07-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლის ინტელექტბანაკში საინტერესო ინტელექტთამაშები ჩატარდა „ტვინების ომი“ - ასე ერქვა ერთ-ერთ თამაშს, რომელშიც მოზარდები ხალისით ჩაერთვნენ.

ღონისძიება ღია სივრცეში, რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

„სტაფის“ წარმომადგენლები იყვნენ: კანცლერი ხატია აბესაძე, გიორგი მეფარიძე. მაგისტრები: ირაკლი მეფარიძე, თემურ ფანჩულიძე, ანი ბრეგაძე, დათო მეფარიძე, ლილე ფანჩულიძე. ბანაკის მონაწილეების ჯანმრთელობაზე (და არა მარტო) ზრუნავდა ნანო ექიმი.

ინტელექტთამაშის საპატიო სტუმარი იყო თბილისის პირველი სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ძევრის სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ვერულაშვილი. გიორგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ძევრის სკოლის აქტივობებს.

ინტელექტბანაკი „ძევრის სკოლა 2020“ წარმატებით დასრულდა, სადაც მონაწილეობდნენ ძევრის, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ვანის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

„ძალიან დიდ მადლობა სტაფს: ხატია აბესაძეს, თემურ ფანჩულიძეს, ანი ბრეგაძეს, ლილე ფანჩულძეს, გიორგი მეფარიძეს, დავით მეფარიძეს, ირაკლი მეფარიძეს. განსაკუთრებული მადლობა გიორგი ვერულაშვილს. ჩვენი მიზანია, ჩვენს ქვეყანას აღვუზარდოთ ინტელექტუალური და განათლებული თაობა, წინ უამრავი სიახლეა - ძევრის სკოლა - ჩვენ ვზრდით ლიდერებს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203