
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქედქედის საჯარო სკოლის დირექტორმა მე-12 კლასელებს სკოლის დასრულება დისტანციურად მიულოცა. დირექტორმა და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებისთვის ვიდეომიმართვა გაავრცელეს.
დირექტორმა აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება და სწავლის წარმატებით გაგრძელება უსურვა. პედაგოგებმა კი საყვარელ მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცეს.
წელს, პანდემიის გამო სკოლებში ბოლო ზარი მე-12 კლასელების გარეშე დაირეკა. კურსდამთავრებულები მასწავლებლებს დისტანციურად გამოემშვიდობნენ.
იხილეთ ვიდეო