„გვჯერა, რომ ვიამაყებთ თქვენით“- წრომის საჯარო სკოლამ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
27-07-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლამ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება დისტანციურად მიულოცა. 

აღსანიშნავია, რომ არსებული მდგომარეობის გამო, რომელიც პანდემიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტას უკავშირდება, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები. თუმცა, წრომის საჯარო სკოლამ მოსწავლეებს სკოლის დამთავრება წერილით მიულოცა და ფოტოკოლაჟი მიუძღვნა.

„სკოლის დამთავრებას გილოცავთ, ბავშვებო ...
მოენატრებით სკოლას, მასწავლებლებს...მოსწავლეებს....გვიყვარხართ...
ჩვენ გვჯერა, რომ ვიამაყებთ თქვენით...“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203