ხაშურის N7 საჯარო სკოლის პედაგოგმა ბუნებისმეტყველებაში საინტერესო ლექცია-ვებინარი ჩაატარა
24-07-2020

ხაშურის N7 საჯარო სკოლის ბიიოლოგია-ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებელი, ანა ტაბატაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბუნებისმეტყველების ექსპერტ-კონსულტანტ რუსუდან თედორაძესთან ერთად, წარუძღვა ლექცია-ვებინარს ბუნებისმეტყველებაში, თემაზე - „კეთებით სწავლაზე ორიენტირებული დისტანციური გაკვეთილები ბუნებისმეტყველებაში“

ეს გახლდათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებინარების  ციკლის ნაწილი, საგნობრივი მიმართულებით და ქალბატონმა ანამ იმ თავისებურებებზე ისაუბრა, რომელიც დისტანციურ სწავლებას ახლდა; ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ დეტალებზე, რომლებიც ბუნებისმეტყველების მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილის წარმართვაში დაეხმარა.

ვებინარის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203