ტაბაწყურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ დისტანციურად აღნიშნეს 
24-07-2020

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება დისტანციურად აღნიშნეს. 

აღსანიშნავია, რომ არსებული მდგომარეობის გამო, რომელიც პანდემიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტას უკავშირდება, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები, თუმცა ტაბაწყურის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება დისტანციურად მიულოცეს. 

„ჩემო მერცხლებო, დღეს მნიშვნელოვანი დღეა თქვენს ცხოვრებაში, მთავრდება ბავშვობა და ხვალიდან ახალი ეტაპი იწყება, ახალი გამოწვევებით და პერსპექტივებით. თქვენ უკვე აჩვენეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რადგან დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ტრადიციულად ვერ აღნიშნავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს.ამიტომ მჯერა ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავლის, რადგან თქვენ ხართ ის მომავალი. გისურვებთ ღირსეული ნაბიჯებით სვლას წარმატებისკენ. ძალიან მიყვარხართ.
ასევე ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა XII კლასელს, კოლეგებს და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

ბოლო ზარის ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203