
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის პედაგოგი დარეჯან ვაშაგაშვილი 2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა დისტანციურ სწავლებას წარმატებით გაართვეს თავი. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ და რესურსებს აწვდიდნენ.
იხილეთ ფოტო