„ვუცდი, თავისუფლების პირველ წუთს“ - დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური ნახატი
24-07-2020

მაშინ, როდესაც უხილავ მტერთან ბრძოლაში საქართველოც ჩაერთო და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ადამიანები ერთმანეთს ისე ამხნევებდნენ, როგორც შეეძლოთ - ზოგი სიმღერით, ზოგი ცეკვით... იყვნენ ისეთები, ვინც საკუთარ განცდებს არა სიტყვებით, არამედ საკუთარი ნამუშევრებით გადმოსცემდა; ერთ-ერთი მათგანი, დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლე - გვანცა გვალია გახლდათ, რომელმაც ნახატის საშუალებით გვიამბო, თუ რას განიცდიდა კარანტინის პერიოდში, როგორ ელოდა თავისუფლებას და მიუხედავად იმისა, კარგად აცნობიერებდა, რატომ უნდა დარჩენილიყო სახლში, მეგობრებსა თუ საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ემოცია ფურცელზე გადაიტანა.


გვანცა გვალიამ საკუთარი თავი დახატა,ნახატს კი სევდიანი მაგრამ მრავლისმთქმელი მინაწერი გაუკეთა: „და კიდევ ერთი დღე გავიდა უაზრო, ჩუმი, რაც ოთხ კედელში დამწყვდეული ვზივარ და ვუცდი, როდის იქნება თავისუფლების პირველი წუთი“

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203