
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, მარიამ შუკაკიძემ ესეების კონკურსში - „რატომ დემოკრატია?“ გაიმარჯვა.
ესეების კონკურსი - „რატომ დემოკრატია?“ საირხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დემოკრატიის საკითხებზე თანატოლების ინფორმირების მიზნით, ჩაატარეს.
წარმოდგენილი 14 ნაშრომიდან ჟიურიმ საუკეთესო დაასახელა. გამარჯვებულს სერტიფიკატი გადაეცა, მოსწავლის ესე „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
იხილეთ ფოტო