„არასოდეს დავივიწყებთ“- ქვემო ნატანების საჯარო სკოლა კურსდამთავრებულის, ნოდარ ჩხიკვაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
24-07-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქვემო ნატანების საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნოდარ ჩხიკვაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. სკოლა კურსდამთავრებულის, ნოდარ ჩხიკვაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მისი მუსიკის მასწავლებელი მარინა ოსეფაიშვილი მოსწავლის შესახებ გვიამბობს:

„ძალიან დათრგუნული ვართ უნიჭიერესი მოსწავლის გარდაცვალების გამო. ეს ნოდარ ჩხიკვაძე იყო...ის იყო მიზანდასახული, აქტიურად მონაწილეობდა შემეცნებით თუ მისიკალურ ღონისძიებებში, სასკოლო ტურებში, ყველა სასკოლო პროექტში („ეტალონი“, „რა? სად? როდის?“) 18 წლის ნოდარმა წერილი დაწერა, რომელიც 27 წლის ასაკში უნდა გაეხსნა. მისი გეგმები და მიზნები უნდა განეხორციელებინა. მას დაემშვიდობა სოფელი, კლასელები, მასწავლებლები. აუცილებლად მოვაწყობ ნოდარის სახელობის ტურნირებს სკოლაში. არასოდეს დავივიწყებთ.

პირველი კურსი წარმატებით დახურა და ტრაგიკულმა შემთხვევამ (მდინარემ) იმსხვრეპლა“,-აღნიშნავს მარინა ოსეფაიშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203