ქუთაისის N33 საჯარო სკოლის კლუბ „პოლიგლოტის“ წევრებმა ვიეტნამელ მოსწავლეებს ქართული კულტურა გააცნეს
24-07-2020

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის კლუბ „პოლიგლოტის“ წევრებმა ვიეტნამელ მოსწავლეებს ქართული  კულტურის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, 2020 წლის 9 ივლისს სკოლის კლუბის - „პოლიგლოტი“ წევრებმა პროგრამის - Skype in 6 Grade Classroom ონლაინ ჩართვის დროს ვიეტნამელი მოსწავლეები გაიცნეს. ბავშვებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების კულტურის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს და ქვეყნების შესახებ მიმანიშნებელი კითხვები დაუსვეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203