„იმედი გვაქვს, ახალ სასწავლო წელს ფიზიკურ გარემოში დავიწყებთ“- წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორი სასექტემბრო სურვილებსა და მოლოდინებზე
24-07-2020

Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი სასექტემბრო სურვილებსა და მოლოდინებს გვიზიარებს. 

„განვლილმა სასწავლო წელმა დიდი გამოცდილება მოგვცა დისტანციური სწავლების კურსში და მეტად შეგვაცნობინა ფასეულობები და ღირებულებები. ველოდებით 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას. იმედი გვაქვს, რომ ახალ სასწავლო წელს ფიზიკურ გარემოში დავიწყებთ სწავლას. მსოფლიო დაამარცხებს პანდემიას და მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც მონატრებულ საქმესა და გარემოს დავუბრუნდებით.

მე მწამს უკეთესი მომავლისა და იმის, რომ შეუძლებელი არაფერია. ამიტომ სკოლა ემზადება ახალი სასწავლო წლისათვის, როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე, ინფრასტრუქტურული კუთხით და ასევე სასწავლო რესურსებით. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლამ მოსწავლე-ახალგაზრდობას შეუქმნას შესაბამისი პირობები, რათა ისინი შემდეგ აქტიურად ჩაებან ქვეყნის ცხოვრებაში და უპასუხონ 21-ე საუკუნის გამოწვევებს. მინდა, ყველას ნაყოფიერი ახალი სასწავლო წელი ვუსურვო!“,- აღნიშნავს მარინა მაჭარაშვილი. 

წერილი გამოგზავნილია თემის - სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203