
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. ისინი აქტიურად ერთვებოდნენ ონლაინ გაკვეთილებში და დავალებებსაც პასუხისმგებლობით ასრულებდნენ.
დისტანციური სასწავლო პროცესი წარმატებით დაძლიეს მე-12 კლასელებმაც.
წარჩინებული სწავლისთვის ოქროს მედლით დაჯილდოვდა ლუკა ბერაძე, ხოლო სიმონ გლუნჩაძესა და ზვიად ტყემალაძეს ვერცხლის მედლები გადაეცათ.
სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჯილდოვებს.