
დმანისის მუნიციპალიტეტის მაშავერას საჯარო სკოლის პედაგოგმა მადონა მოსეშვილმა მეოთხეკლასელებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა. პედაგოგმა პატარებს ვიდეორგოლი მიუძღვნა.
„საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე 2019-2020 სასწავლო წელიც დასრულდა! ბედნიერ დასვენებას გისურვებთ! იხილეთ ვიდეო, რომლითაც მადონა მასწავლებელი მეოთხეკლასელებს სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს. კიდევ მრავალ სახალისო და შემეცნებით გაკვეთილებს ჩავატარებთ ერთად“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო