
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო ჯაფარიძემ მოსწავლეები დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ ჟოშხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობდნენ და რესურსებს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც ცოდნის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.
იხილეთ ფოტოები